6 მაისის შემდეგ პირველად, ესპანეთში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
29/07/2020 17:34:46 მსოფლიო
6 მაისის შემდეგ პირველად, ესპანეთში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში დაავადებით 1 153 ადამიანი დაინფიცირდა.
როგორც ჯანდაცვის გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ფერნანდო სიმონი აცხადებს, ახალი შემთხვევების უმეტესობა ახალგაზრდებს უკავშირდება.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში Covid-19-მა 28 441 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 282 641 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 663 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 910 000–ს გადააჭარბა, 10 478 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა


