იტალიამ საგანგებო მდგომარეობა 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა
29/07/2020 17:11:16 მსოფლიო
იტალიამ საგანგებო მდგომარეობა 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. შესაბამის გადაწყვეტილებას ქვეყნის სენატმა უკვე დაუჭირა მხარი.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, იტალიის პრემიერ–მინიტრ ჯუზეპე კონტეს უფლება ექნება, ქვეყანაში შეზღუდვები პარლამენტის თანხმობის გარეშე დააწესოს.
იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 31 იანვარს გამოცხადდა, რომლის მოქმედების ვადა 31 ივლისს იწურებოდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში Covid-19-მა 35 129 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 246 776 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 663 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 910 000–ს გადააჭარბა, 10 478 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


