Accentnews.ge
რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა შესაძლოა, 10 აგვისტომდე გასცეს

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა შესაძლოა, 10 აგვისტომდე გასცეს

29/07/2020 13:19:03 მსოფლიო

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა შესაძლოა, 10 აგვისტომდე გასცეს, – იუწყება CNN.

მისივე ცნობით, ვაქცინის დამტკიცებას ქვეყანა 2 კვირაზე ნაკლებ დროში აპირებს, მიუხედავად მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე არსებული შეშფოთებისა.

საქმე ეხება ვაქცინას, რომელზეც „გამალეიას" სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრში მუშაობენ. ახლახან ცენტრის დირექტორის მოადგილემ დენის ლოგუნოვმა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცენტრმა ვაქცინა ორ კვირაში შექმნა. ლოგუნოვის თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა თაგვებზე, მაიმუნებსა და ზაზუნებზე. რუსეთს სამეცნიერო მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ არ გამოუქვეყნებია. კრიტიკოსების თქმით, ვაქცინის უახლოეს მომავალში დამტკიცების გეგმა კრემლიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირდება, რომ რუსეთი "გლობალურ სამეცნიერო ძალად" წარმოჩინდეს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 663 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 910 000–ს გადააჭარბა, 10 478 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S