ევროკავშირმა „რემდესივირის“ შეძენის მიზნით Gilead-თან შეთანხმება გააფორმა
29/07/2020 13:07:33 მსოფლიო
ევროკავშირმა პრეპარატ „რემდესივირის“ შეძენის მიზნით კომპანია Gilead-თან შეთანხმება გააფორმა.
ევროკავშირის კომისია მზადაა, 30 000 პაციენტის სამკურნალოდ საჭირო დოზის შესაძენად 63 მილიონი ევრო გადაიხადოს. როგორც კომისიაში აცხადებენ, რომ მედიკამენტის აღნიშნულ პარტიას მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს გამოიყენებენ. მათივე ინფორმაციით, უკვე მუშაობენ იმაზე, რომ ოქტომბრიდან მედიკამენტის კიდევ მეტი დოზა შეისყიდონ.
ევროკავშირს თითოეული პაციენტისთვის საჭირო დოზის შესაძენად 2 100 ევროს გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, პრეპარატი „რემდესივირი“ ჯერ–ჯერობით ერთადერთი პრეპარატია, რომლის ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენების ოფიციალური ნებართვა ევროკავშირმა გასცა.
ივნისში აშშ-მა კომპანია Gilead-თან შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად, მკურნალობის 500 000 კურსისთვის საჭირო „რემდესივირის“ დოზა შეიძინა.


