Accentnews.ge
მედია: მინსკში 32 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს

მედია: მინსკში 32 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს

29/07/2020 11:30:32 მსოფლიო

28 ივლისს ბელარუსის დედაქალაქში 32 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს,– იუწყება აგილობრივი მედია.

"როიტერის" თანახმად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის კერძო სამხედრო დაჯგუფებისთვის მუშაობდნენ.

ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები უცნობია.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც მეექვსე ვადით იყრის კენჭს, არაერთხელ განაცხადა უცხოური, მათ შორის რუსეთის ძალების შესახებ, რომლებიც არჩევნებში ჩარევას ცდილობენ. 24 ივლისს სპეცდანიშნულების რაზმის მონახულებისას ლუკაშენკამ ახსენა კერძო სამხედრო კომპანიებიც:

„ახლა სხვადასხვა სახის ომები იწყება ქუჩის საპროტესტო გამოსვლებით, დემონსტრაციებით, შემდეგ არის მაიდნები“, რომელში მონაწილეობისთვისაც, ლუკაშენკას აზრით, გამოიყენებიან „პროფესიონალი სამხედროები, ბანდიტები, რომლებსაც სპეციალურად ამზადებენ მთელ მსოფლიოში, ძირითადად კერძო სამხედრო კომპანიების ფარგლებში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S