Accentnews.ge
კალაძე: "არიან ისეთები, ვისაც ვერ გაუგიათ, რას ვაკეთებთ“

კალაძე: "არიან ისეთები, ვისაც ვერ გაუგიათ, რას ვაკეთებთ“

29/07/2020 09:27:11 საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ბოლო პერიოდში განხილვის საგნად იქცა, ისმის კრიტიკა.

განახლებულ ჭავჭავაძის გამზირსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"არიან ისეთები, ვისაც ვერ გაუგიათ, რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საზოგადოების ჩართულობას, ინტერესს. ჩვენ არასდროს გავურბივართ კითხვებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შეკითხვას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გავცეთ ამომწურავი პასუხები", - ამბობს კალაძე.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, საკუთარი მანქანების ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.

ამასთან, ის არ იზიარებს შეფასებებს, თითქოს მერია კერძო ტრანსპორტის გადაადგილებას კრძალავს:

"ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა - ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, ყვითელი ავტობუსებით არ იაროთ. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით".

რაც შეეხება უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირს, კალაძე ამბობს, რომ განახლებული გამზირი რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეებზე. ქვეითად მოსიარულეებისთვის შექმნილი კომფორტული გარემოს აღსანიშნავად მერმა განაცხადა, რომ მთლიანად გამზირი ბუნებრივი ქვითაა მოპირკეთებული და მასზე გადაადგილება ძალიან სასიამოვნოა:

„ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

თბილისის, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 1 წელზე მეტი ხანია გრძელდება. ამ პროექტის ფარგლებში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ისინი გზის შუა ნაწილში მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებენ. გაჩერების ჯიხურებიც გზის შუა ნაწილშია დამონტაჟებული და მოქალაქეებმა იქ მოსახვედრად გზის სავალი ნაწილი უნდა გადაკვეთონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S