Accentnews.ge
უკრაინამ  Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ბელგიასა და ისრაელს გადაუსწრო

უკრაინამ  Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ბელგიასა და ისრაელს გადაუსწრო

29/07/2020 09:29:21 მსოფლიო

უკრაინამ Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ბელგიასა და ისრაელს გადაუსწრო. უკანასკნელი ოფიცილაური მონაცემებით, უკრაინაში ვირუსით ინფიცირებულია 67 597 ადამიანი, ისრაელში – 66 805, ხოლო ბელგიაში – 66 662.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 663 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 910 000–ს გადააჭარბა, 10 478 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S