Accentnews.ge
სომხეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 723–მდე გაიზარდა

სომხეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 723–მდე გაიზარდა

29/07/2020 08:53:42 მსოფლიო

ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა და 308 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 723 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 37 937შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 663 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 910 000–ს გადააჭარბა, 10 478 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S