საქართველოში ყველაზე ხშირად რა სიმპტომებს უჩიოდნენ მოქალაქეები COVID-19-ის დადასტურებამდე
29/07/2020 08:04:56 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გამოვლენილი COVID–19 დადასტურებულ შემთხვევებში სიმპტომების თვალსაზრისით ყველაზე ხშირი იყო ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი. კერძოდ, სიმპტომების პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:
- ცხელება – 57,3%;
- ხველა – 24,6%;
- თავის ტკივილი – 14,5%;
- ზოგადი სისუსტე – 11%;
- სურდო – 10,1%;
- დიარეა – 9,6%;
- კუნთების ტკივილი – 9,2%;
- სუნთქვის გაძნელება – 7%;
- სახსრების ტკივილი – 6,3%;
- გულისრევა/ღებინება – 5,7%;
- მუცლის ტკივილი – 5,6%;
- გულმკერდის ტკივილი – 3,6%;
- კონიუქტივიტი – 2,2%;
- უცნობია –20,75%;
- ასიმპტომური – 11%.
ინფორმაციისთვის: დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ანგარიში 980 პაციენტის მონაცემების გაანალიზების საფუძველზე მოამზადა. პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური 9 თვე. საშუალო ასაკი იყო 42,6, მოდა 52 და მედიანა - 43 წელი. 18 წლამდე ასაკში COVID-19 აღინიშნა 105 (10.7%) შემთხვევაში.
COVID-19 ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონსა და თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი - სამეგრელო, ზემო-სვანეთსა და იმერეთში.
კლინიკური სიმპტომების დაწყებისა და სტაციონარული მკურნალობის დაწყების შორის პერიოდი საშუალოდ 4 დღეს შეადგენდა.
სტაციონარებიდან გაწერილ 800 პაციენტს შორის უმეტესი წილი(69.1%) გადმოყვანილია საკარანტინე სივრციდან, დაახლოებით 10%-მა მიმართა კლინიკებსთვითდინებით.
"დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანმხლები დაავადებებისარსებობის მიხედვით. იმ პაციენტებში, ვისაც არ აღენიშნებოდა თანმხლები ავადმყოფობები(73.9%), დაავადება 94.2%-ში მიმდინარეობდა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმით.თანმხლები ავადმყოფობების არსებობის შემთხვევაში, 24%-ში დაავადების მიმდინარეობა იყომძიმე ან კრიტიკული",- ნათქვამია ანგარიშში.
სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების მიერ გატარებულისაწოლდღეების საშუალო რაოდენობა 21 დღეს შეადგენდა, მუნიმალური –2–ს, ხოლო მაქსიმალური – 73 დღეს.


