Accentnews.ge
„ავიამიმოსვლა პანდემიამდელ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება“

„ავიამიმოსვლა პანდემიამდელ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება“

29/07/2020 07:17:17 მსოფლიო

საჰაერო მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება - აცხადებენ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში.

როგორც განიმარტა, აღნიშნული პროგნოზის ერთ-ერთი საფუძველი აშშ-სა და განვითარებად ეკონომიკებში ვირუსის შეკავების ნელი ტემპებია და ასოციაცია მთავრობებს მოუწოდებს, საჰაერო მოგზაურობისადმი ნდობის გასაზრდელად ზომები მიიღონ.

ინფორმაციისთვის: გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ივნისში საერთაშორისო ტრეფიკი 96,8%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ეს შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებას: პარიზს, მიუნხენსა და რიგას.

საქართველოს საავიაციო საააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ყველა სხვა მიმართულებაზე გახანგრძლივდება 21.07.20-დან და 31.08.20-ის ჩათვლით.

იხილეთ ასევე: აგვისტოში საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი ცნობილია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S