საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 248–მდე გაიზარდა
29/07/2020 07:04:28 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი გაჩიანს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთის წყაროს მოძიება გრძელდება.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 248 პაციენტი მკურნალობს.
ცნობისთვის: 29 ივლისის დილის მდგომარეობით საქართველოში COVID-19–ის 1155 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 929 ადამიანი განიკურნა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში რჩება 6489 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.


