თურქეთში სოციალური მედია რეგულირებას დაუქვემდებარეს
29/07/2020 06:54:37 მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა სოციალური მედიის რეგულირების კანონი მიიღო.
კანონი ადგენს სოციალური მედიის პროვაიდერების ოფიციალურ განმარტებას და მიზნად ისახავს პასუხისმგებელი წარმომადგენლის დანიშვნას გამოძიებებისა და სასამართლო პროცესების დროს, რომლებიც დაკავშირებულია პლატფორმებზე სამართალდარღვევებთან. უცხოეთში დაფუძნებული სოციალური ქსელების პროვაიდერებს, რომლებსაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ თურქეთში, მინიმუმ, ერთ წარმომადგენელს დაუნიშნავენ ქვეყანაში. ამ ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება ისე. თუ წარმომადგენელი იქნება კერძო და არა იურიდიული პირი, ის თურქეთის მოქალაქე უნდა იყოს. სოციალური ქსელის პროვაიდერებს 48 საათი ექნებათ ბრძანებების პასუხისთვის, რომ შეურაცხმყოფელი შინაარსი ამოიღონ. პროვაიდერები ასევე მიიღებენ საჭირო ზომებს ქვეყნის შიგნით მომხმარებლების შესახებ პირადი მონაცემების შესანახად.
რეგულაციის დამრღვევებისთვის ჯარიმა 1 მილიონიდან 10 მილიონ ლირამდე განისაზღვრა.
კანონის კრიტიკოსების შეფასებით, ახალი რეგულაცია ცენზურას გაზრდის და ხელისუფლებას განსხვავებული აზრზე ზეგავლენის მოხდენაში სეუწყობს ხელს.
ცნობისთვის: ერდოღანმა არაერთხელ გააკრიტიკა სოციალური მედია და თქვა, რომ ბოლო წლებში „უზნეო საქციელის“ ზრდა რეგულაციების ნაკლებობით იყო განპირობებული.


