აპრილის შემდეგ ჩინეთში COVID-19–ის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
29/07/2020 06:13:29 მსოფლიო
ჩინეთში კორონავირუსის 101 შემთხვევა დადასტურდა, რაც აპრილის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - იუწყება CNN-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 98 შიდა გადაცემაა და მათგან 89 სინძიანის პროვინციაში გამოვლინდა.
ცნობისათვის: ჩინეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების დღიურმა რაოდენობამ 100-ს ბოლოს 12 აპრილს გადააჭარბა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 84 060 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4 634 ადამიანი დაღუპულია.


