Accentnews.ge
გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19–ით ინფიცირების 226 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19–ით ინფიცირების 226 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28/07/2020 21:33:18 მსოფლიო

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19–ით ინფიცირების 226 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს მონაცემები თითქმის 30 000–ით ჩამორჩება 28 ივლისს ანალოგიურ მაჩვენებელს.

ოფიციალური ცნობებით, ბოლო ერთ დღეში 4 153-ით გაიზარდა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა და ჯამში 650 805-ს მიაღწია.

მსოფლიოში ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლენილი აშშ-ში, ბრაზილიაში და ინდოეთშია გამოვლენილი.

28 ივლისს ჯანმო–ს წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში გამართულ ვირტუალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსი გრიპის ვირუსის მსგავსი სეზონური დაავადება არაა, ეს სრულიად ახალი ვირუსია, რომელიც განსხვავებულად მოქმედებს:

„ადამიანები ჯერ კიდევ სეზონებზე ფიქრობენ. ერთი რამ, რაც ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ არის ის, რომ ეს სრულიად ახალი ვირუსია, რომელიც განსხვავებულად მოქმედებს“.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1145-ს შეადგენს. დაავადებისგან განკურნებულია 927 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S