Accentnews.ge
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადაიტანა

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადაიტანა

28/07/2020 15:36:46 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა.

«დღეს თქვენ შეხვდით ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი ფეხზე მდგომმა გადაიტანა. ასე განმიცხადეს გუშინ ექიმებმა. უსიმპტომოდო», - განაცხადა ლუკაშენკომ დღეს ქვეყნის შსს-ს შინაგანი ჯარის ერთ-ერთი ნაწილის მონახულებისას.

ლუკაშენკოს მტკიცებით, ბელარუსის მაცხოვრებელთა 97%-მა კორონავირუსი ასევე უსიმპტომოდ გადაიტანა.

«როგორც იქნა, მოვხვდი ბელარუსის იმ ოქროს ფონდში, რომელიც ამ ვირუსის მატარებელია», - დასძინა პრეზიდენტმა.

პანდემიის დასაწყისში ლუკაშენკო კორონავირუსის გავრცელებას უარყოფდა და მოქალაქეთა თვითიზოლაციას, როგორც შემზღუდავ ზომას აკრიტიკებდა. ბელარუსი ერთ-ერთი იყო იმ ქვენებს შორის, სადაც საკარანტინო ღონისძიებები არ შემოუღიათ და მასობრივი ღონისძიებებიც კი არ გაუქმებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S