ჯანმო: „COVID-19 გრიპის მსგავსი არაა, ის განსხვავებულად მოქმედებს“
28/07/2020 14:05:23 მსოფლიო
კორონავირუსი გრიპის ვირუსის მსგავსი სეზონური დაავადება არაა, ეს სრულიად ახალი ვირუსია, რომელიც განსხვავებულად მოქმედებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში გამართულ ვირტუალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„ადამიანები ჯერ კიდევ სეზონებზე ფიქრობენ. ერთი რამ, რაც ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ არის ის, რომ ეს სრულიად ახალი ვირუსია, რომელიც განსხვავებულად მოქმედებს,“- განაცხადა მარგარეტ ჰარისმა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 656 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 530 000–ს გადააჭარბა, 10 244 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1145-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


