Accentnews.ge
კრემლი რუსეთის მოქალაქეთა “საეჭვო” დანაზოგების კონფისცირებას გეგმავს

კრემლი რუსეთის მოქალაქეთა “საეჭვო” დანაზოგების კონფისცირებას გეგმავს

28/07/2020 12:56:23 მსოფლიო

რუსეთის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც მას მოქალაქეების “საეჭვო” დანაზოგების კონფისცირებისა და საპენსიო ფონდში გადარიცხვის უფლებას მისცემს.

საუბარია, კერძოდ, “მოქალაქეთა დანაზოგებზე, რომლებიც მათ შემოსავლებს არ შეესაბამება”.

ამასთან, ვინ უნდა შეამოწმოს სახსრების წარმომავლობის კანონიერება, ან რამდენს შეადგენს “საეჭვო” მინიმუმი – ჯერ დაზუსტებული არ არის.

2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონფისკაციას შეიძლება, დაექვემდებაროს ნებისმიერი იმ პირის ქონება, რომელზეც სახელმწიფო მოხელეთა ხარჯების კონტროლის შესახებ კანონის მოქმედება ვრცელდება. ამასთან, “აუცილებელი არ არის, ადამიანი თავად იყოს სახელმწიფო მოხელე, ან მისი ნათესავი”.

ივნისში ქვეყნის გნერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა განაცხადა, რომ კონფისკაციის გზით საპენსიო ფონდში გასულ წელს 21 მილიარდ რუბლზე მეტი შევიდა. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წელს საპენსიო ფონდის საბიუჯეტო დეფიციტი 118,4 მილიარდ რუბლს აღემატება.

"Известия"-ს ინფორმაციით, სახელმწიფო სათათბიროს ყველა ფრაქცია, მზადაა, კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S