Accentnews.ge
მადრიდი შეზღუდვებს ამკაცრებს – პირბადის ტარება სავალდებულოა, რესტორნებში 10 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია

მადრიდი შეზღუდვებს ამკაცრებს – პირბადის ტარება სავალდებულოა, რესტორნებში 10 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია

28/07/2020 12:27:45 მსოფლიო

Covid-19-ის შემთხვევების მკვეთრად ზრდის გამო მადრიდი შეზღუდვებს ამკაცრებს. რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამასთან, ღია თუ დახურულ რესტორნებში იკრძალება 10 კაცზე მეტის შეკრება.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციების მიხედვით, ბარები ღამის პირველ საათზე იმუშავებს.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთარ სახლებშიც მხოლოდ 10 ადამიანამდე შეირკიბონ.

ამასთან, რეგიონის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს, მადრიდის "Barajas" აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს PCR ტესტის გაუკეთონ.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 272 000 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაიცვალა 28 000 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S