Accentnews.ge
ირანი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში მასშტაბურ მანევრებს მართავს

ირანი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში მასშტაბურ მანევრებს მართავს

28/07/2020 11:21:48 მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ დაიწყო დასკვნითი ეტაპი ფართომასშტაბიანი მანევრებისა, რომელიც სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში მიმდინარეობს.

წვრთნაში „უდიდესი წინასწარმეტყველი“ (Payambar-e Azam 14), IRCG-ის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების გარდა მონაწილეობენ სახმელეთო ძალები, შესაბამისი შეიარაღებითა და ტექნიკით.

ერთი დღით ადრე, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ (Maxar Technologies) გაავრცელა თანამგზავრით გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ირანელ სამხედროებს ჰორმუზის სრუტეში შეყვანილი ჰყავთ ამერიკული ავიამზიდის ასლი.

ცნობისთვის: სპარსეთის ყურესა და სრუტის გავლით გაედინება ზღვებით გადაზიდული ნედლი ნავთობისა და სხვა საწვავის 30%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S