Accentnews.ge
გერმანია და ბელგია თანამოქალაქეებს ესპანეთის რიგ რეგიონებში არჩასვლისკენ მოუწოდებენ

გერმანია და ბელგია თანამოქალაქეებს ესპანეთის რიგ რეგიონებში არჩასვლისკენ მოუწოდებენ

28/07/2020 10:48:02 მსოფლიო

გერმანია და ბელგია თანამოქალაქეებს ესპანეთის რიგ რეგიონებში არჩასვლისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული რეგიონებია: არაგონი, კატალონია და ნავარა.

ამ სამ რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ესპანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს.

შეგახსენებთ, გუშინ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, ესპანეთში გამგზავრებისგან, აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ და ესპანეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი დააწესა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 656 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 530 000–ს გადააჭარბა, 10 244 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1145-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S