COVID-19–ის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში 46% არ აიცრებოდა
28/07/2020 10:02:16 საზოგადოება
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს კვლევის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს. საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 38%, 46% - არა, 15%-მა კი არ იცის.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ არიან ვაქცინის წინააღმდეგი, შემდეგნაირი პასუხები გაიცა:
- “ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის ხარისხზე, მის წარმომავლობაზე”;
- “ თუ პანდემია შენელდება, მაშინ ვაქცინის საჭიროება აღარ იქნება“ ;
- “აცრა სავალდებულო თუ არ იქნება, ხალხი თავს შეიკავებს“ ;
- “მოვიცდი და დავაკვირდები. ისეთი ვაქცინით აცრის მეშინია, რომელიც ახალია და დიდი ხანი არ არსებობს“.


