გამოკითხული მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას
28/07/2020 09:24:49 საზოგადოება
საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას, ამის შესახებ საუბარია "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგებში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას, გამოკითხულთა მხოლოდ 4% იზიარებს, ხოლო ცენტრის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს გამოკითხულთა 6%.
იმ გამოკითხულთა 73%, რომელიც ფიქრობს, რომ ლუგარის ცენტრი ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას, მიიჩნევს, რომ მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.


