Accentnews.ge
კანის 5 ტიპის გამონაყარი, რომელიც COVID-19–ზე მიუთითებს

კანის 5 ტიპის გამონაყარი, რომელიც COVID-19–ზე მიუთითებს

28/07/2020 08:29:16 მსოფლიო

COVID-19–ის ცნობილი სიმპტომების გარდა (ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა) დაავადებით ინფიცირებაზე კანის გარკვეული ტიპის გამონაყარებიც მიუთითებენ.

კანის 5 ტიპის გამონაყარი, რომელიც მიანიშნებს, რომ პაციენტი შესაძლოა, კოვიდ–ინფიცირებული იყოს.

1 წითელას მსგავსი გამონაყარი

მცირე ზომის ვარდისფერი ან მოწითალო ლაქები, შეიძლება, იყოს ნიშანი იმისა, რომ პირი კოვიდ–ინფიცირებულია. ჟურნალ American Academy of Dermatology–ს მიერ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, 171 პაციენტიდან 22%–ს აღნიშნული სიმპტომი გამოუვლინდა.

2 მუწუკები ან დაზიანება ფეხის თითებზე

სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ, აუცილებლად მიმართონ ექიმს, თუ შეამჩნევენ, რომ ფეხის თითებზე ისეთი მუწუკები და დაზიანებები აქვთ, რომელიც კანის ფერს მნიშვნელოვნად ცვლის.

2020 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, 505 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტიდან, 318–ს სწორედ ასეთი დაზიანებები გამოუვლინდა და რაც ყველაზე საყურადღებოა, 505 პაციენტიდან 55%–ს, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, მხოლოდ ეს სიმპტომი (არ აღენიშნებოდა არც ტემპერატურა, არც ხველა და არც ერთი ცნობილი სიმპტომი, რომელიც COVID-19–სთვის არის დამახასიათებელი) აღენიშნებოდა.

3 კანის გაუფერულება

კანის გაუფერულების შემთხვევაში სპეციალისტები მოქალაქეებს ექიმთან ვიზიტს ურჩევენ, რადგან ეს სიმპტომი შესაძლოა, COVID-19–ს უკავშირდებოდეს.

4 ბუშტუკები კანზე

ბუშტუკები კანზე შესაძლოა, COVID-19–ზე მიუთითებდეს. ეს ბუშტუკები ხშირ შემთხვევაში სითხეს შეიცავს.

5 გაწითლებული გამონაყარი მუწუკებით

გაწითლებული გამონაყარი მუწუკებით შესაძლოა, COVID-19–ზე მიუთითებდეს. ამ შემთხვევაშიც სპეციალისტები მოქალაქეებს ექიმთან ვიზიტის რეკომენდაციით მიმართავენ.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 656 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 530 000–ს გადააჭარბა, 10 244 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1145-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

წყარო: bestlifeonline

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S