საქართველოში COVID-19–ის 240 აქტიური შემთხვევაა
28/07/2020 07:25:01 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, COVID-19–ის 8 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის – გაჩიანის დასახლება, ერთი ვირუსით დაავადებულთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, ხოლო ოთხი იმპორტირებული შემთხვევაა.
იმპორტირებული შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
„ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდ–ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ექიმის თქმით, ცენტრში 41 პაციენტია მოთავსებული, რომელთა უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა:
„გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესდა და დღეს ისინი განხილებიან, როგოირც საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამ 41 პაციენტიდან დიდი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე ნაწილის კი, მათზე მსუბუქი“.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 რვა პირს დაუდასტურდა, ოთხი კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ქვეყანაში 28 ივლისის დილის მონაცემებით რეგისტრირებულია COVID-19–ის 1145 შემთხვევა, მათგან 927 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6459 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.


