ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა
28/07/2020 07:23:05 მსოფლიო
ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა. დღე–ღამის განმავლობაში ვირუსით 236 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი 73.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 719 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 37 629 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 656 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 530 000–ს გადააჭარბა, 10 244 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1145-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


