Accentnews.ge
UNICEF – Covid-19-ის გამო მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი ბავშვი შესაძლოა, არასწორი კვების მსხვერპლი გახდეს

UNICEF – Covid-19-ის გამო მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი ბავშვი შესაძლოა, არასწორი კვების მსხვერპლი გახდეს

28/07/2020 07:07:42 მსოფლიო

Covid-19-ით გამოწვეული ზეგავლენის გამო მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი ბავშვი შესაძლოა, არასწორი კვების მსხვერპლი გახდეს, – ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშში, რომელიც სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნდა.

"შეფერხებები მობილურობასა და კვების სისტემებში, რომელიც გამოწვეულია ქვეყნის მცირე ხნით ჩაკეტვითაც კი, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 8% -ით შემცირებას იწვევს. რაც თავის მხრივ, ბავშვთა არასწორ კვებასთან არის დაკავშირებული. არასწორი კვების შედეგად ბავშვი მის ასაკთან შედარებით უფრო დაბალი სიმაღლისა და მცირე წონის ხდება, ხოლო ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში ძალიან მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენი გათვლებით, წელს არასწორი კვებას დაახლოებით 130 000 ბავშვი ემსხვერპლება, მათგან ნახევარზე მეტი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ​სუბსაჰარულ აფრიკაში დაფიქსირდება", – აცხადებენ UNICEF–ში.

გაერო სახელმწიფოებს მოუწოდებს, მყისიერად გადადგას ნაბიჯები, რათა ბავშვები არასწორი კვების საფრთხისგან დაიცვან, მათ შორის კვლავ განაგრძონ სახლებში დარჩენილი ბავშვებისთვის სკოლის საჭმელების მიწოდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S