მედია: „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან კიდევ რამდენიმე ქვეყანას ამოიღებენ
28/07/2020 05:59:32 მსოფლიო
ევროკავშირის საზღვრები მინიმუმ ორი კვირა დახურული იქნება, ხოლო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან რამდენიმე ქვეყანას ამოიღებენ,– იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „ბლუმბერგი“.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ევროპელი მაღალჩინოსნები ამბობენ, ევროკავშირი აპირებს, წევრ სახელმწიფოებში შესვლა აუკრძალოს კანადის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს. ეს სახელმწიფოები ამჟამად იმ 13 უსაფრთხო ქვეყანას შორისაა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა შეუძლიათ. სიაში არიან: საქართველო, ალჟირი, ავსტრალია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
ვრცელდება ცნობა, რომ სიიდან შეიძლება, ამოიღონ ალჟირი და მაროკოც.


