Accentnews.ge
საქართველოში COVID-19 კიდევ რვა პირს დაუდასტურდა

საქართველოში COVID-19 კიდევ რვა პირს დაუდასტურდა

28/07/2020 05:29:52 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 რვა პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ქვეყანაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1145–მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

განახლებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე–ღამეში ტესტზე უარყოფითი პასუხი ხუთმა პირმა მიიღო და მათ დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 927–მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში რჩება 6459 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.

კორონავირუსს პანდემიის დაწყებიდან დღემდე 16 პაციენტი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S