პუტინმა ერდოღანთან სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი განიხილა
27/07/2020 19:50:33 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი განიხილა.
"მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მიმართონ ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისთვის", – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი რუსეთისთვის "ძალიან სენსიტიური საკითხია".
ცნობისთვის: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებს იწყებენ.


