ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19-ით 5–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში
27/07/2020 17:06:04 მსოფლიო
ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19-ით 5–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში. დღე ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში ვირუსით 396 პირი დაავადდა, სომხეთში კი – 73.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19-მა 423 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 30 446 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 652 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 464 000–ს გადააჭარბა, 10 053 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1137-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


