უკრაინა აცხადებს, რომ სეპარატისტებმა ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში გახნეს ცეცხლი
27/07/2020 16:32:28 მსოფლიო
უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლის ვლადიმირ კრავჩენკოს განცხადებით, დონბასში მოქმედმა პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ორჯერ დაარღვიეს.
"სეპარატისტების კონტორლის ქვეშ მყოფი დონბასის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების პოზიცია ორჯერ დაიბომბა. პირველად შუაღამის საათებში საზღვაო ფეხოსნების 36-ე ცალკეულ ბრიგადის, ხოლო დილის 9:00 საათზე 79-ი ბრიგადის პასუხისმგებლობის თავდაცვითი ზოლი", – განაცხადა კრავჩენკომ.
საარტილერიო ცეცხლის შედეგად უკრაინელ სამხედროებში არავინ დაღუპულა და დაშავებულა.
27 ივლისს, კიევის დროით 00:01 საათზე დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.
უკრაინა, რუსეთი და ეუთო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე კვირაში შეთანხმდნენ.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დროდადრო ცხადდება დონბასის კონფლიქტის ზონაში, მაგრამ პრაქტიკულად მაშინვე ირღვევა. მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ ხოლმე.


