Accentnews.ge
ტრამპის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში Covid-19 დაუდასტურდა

ტრამპის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში Covid-19 დაუდასტურდა

27/07/2020 13:27:32 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში Covid-19 დაუდასტურდა.

CNN-ის ცნობით, რობერტ ობრაიანი ევრუპული ტურნედან სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მან შეხვედრები გამართა გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში.

ცნობისათვის: აშშ–ში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 233 923–ს აღწევს. ვირუსმა 146 935 ადამიანი იმსხვერპლა. როგორც კოვიდ–ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

მსოფლიოში COVID-19–მა 652 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 464 000–ს გადააჭარბა, 10 053 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1137-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S