ცნობილი მეცნიერები, მასწავლებლები, ექიმები და ექსპერტები ტრამპის ადმინისტრაციას ქვეყნის ხელახალი ჩაკეტვისკენ მოუწოდებენ
27/07/2020 13:19:30 მსოფლიო
150 ცნობილი მეცნიერი, მასწავლებელი, ექიმი, მედდა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ტრამპის ადმინისტრაციას ქვეყნის ხელახალი ჩაკეტვისკენ მოუწოდებენ.
ექსპერტებმა შესაბამისი წერილი ტრამპის ადმინისტრაციას, კონგრესმენებსა და შტატებს გუბერნატორებს გაუგზავნეს.
"ახლა ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ქვეყანა არ გაიხსნას რაც შეიძლება მალე", – აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აშშ–ში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 70 000–მდე გაიზარდა, დაავადებით დღიურად დაახლოებით 1000 ადამიანი იღუპება.
ცნობისათვის: აშშ–ში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 233 923–ს აღწევს. ვირუსმა 146 935 ადამიანი იმსხვერპლა. როგორც კოვიდ–ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.
მსოფლიოში COVID-19–მა 652 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 464 000–ს გადააჭარბა, 10 053 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1137-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


