Accentnews.ge
მოსკოვში სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა

მოსკოვში სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა

27/07/2020 12:15:30 მსოფლიო

მოსკოვში, ხიმკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაცია დღეს მსხვერპლით დასრულდა.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, მოკლული მოსკოვში, ხალხმრავალ ადგილზე ტერაქტს ამზადებდა, კერძოდ გამვლელებისთვის ცეცხლის გახსნას აპირებდა.

უწყება ასევე ირწმუნება, რომ ეჭვმიტანილმა ადგილზე მისულ ძალოვანებს ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.

მოკლული ცენტრალური აზიის მკვიდრია. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მისი ძმა დაკავშირებულია “რუსეთში აკრძალული ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის ემისრებთან”. რომელ ორგანიზაციაზეა საუბარი, ასევე საქმის სხვა დეტალები უწყების განცხადებაში არ კონკრეტდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S