Accentnews.ge
Gallup: წამყვან სახელმწიფოებს შორის რუსეთის ხელმძღვანელობა მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარულია

Gallup: წამყვან სახელმწიფოებს შორის რუსეთის ხელმძღვანელობა მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარულია

27/07/2020 11:10:38 მსოფლიო

Gallup-ს ახალი გამოკვლევის თანახმად, წამყვან სახელმწიფოებს შორის რუსეთის ხელმძღვანელობა მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარულია.

Gallup-ს რეიტინგში პირველ ადგილზეა გერმანია, რომელსაც კანცლერი ანგელა მერკელი წარმოადგენს. გერმანიის ხელმძღვანელობის მიმართ მოწონებას ავლენს მთელ მსოფლიოში გამოკითხულთა 44%.

რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატები 33%-ით მეორე ადგილს იკავებს. აშშ-ის ხელმძღვანელობის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს. ახლა ის ოდნავ გაუმჯობესებულია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას იწონებს გამოკითხულთა 32%, რუსეთისას კი - 30%.

2014 წელს, როცა მოხდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S