ცნობილია რა გზით შეძლებენ სქართველოს მოქალაქები თურქეთში სამუსაოდ წასვლას
27/07/2020 07:49:15 საზოგადოება
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც თურქეთში სამუშაოდ გადასვლა სურს, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს დამსაქმებლის მხრიდან გაცემული სამთვიანი ოფიციალური ცნობა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წავსლას. თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებული იქნებიან, გაიარონ საკარანტინე რეჟიმი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მოძრაობა, მათ შორის საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით.სწორედ ამიტომ, ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია, თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა სამთვიანი, რომელიც გაიცემა თურქეთიდან შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.


