Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000–ს გადააჭარბა

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000–ს გადააჭარბა

27/07/2020 07:28:59 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.

  • თურქეთი: 226 100 ინფიცირებული, 5 613 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 30 050 ინფიცირებული, 417 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 37 390 ინფიცირებული, 711 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 812 485 ინფიცირებული, 13 269 გარდაცვლილი

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 652 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 464 000–ს გადააჭარბა, 10 053 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1137-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S