სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის 5–ჯერ შემცირდა
27/07/2020 07:15:39 მსოფლიო
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის 5–ჯერ შემცირდა. ბოლო 24 საათში დაავადების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ კი 321.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 711 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 37 390 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 652 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 464 000–ს გადააჭარბა, 10 053 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1137-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


