საქართველოში COVID-19–ის 237 აქტიური შემთხვევაა
27/07/2020 07:10:07 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1-ის წყარო კი გაჩიანია.
მისივე მონაცემებით, სადღეისოდ კოვიდ–ცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას ცნობით, საავადმყოფოში 41 ინფიცირებული იღებს სამედიცინო დახმარებას, 2 მძიმე პაციენტის შემთხვევაში დღეს მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება, დანარჩენ შემთხვევაში კი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.
ცნობისთვის: 27 ივლისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1137 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 922 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.


