Accentnews.ge
ვიეტნამის დანანგიდან 80 000 ტურისტის ევაკუაცია დაიწყო

ვიეტნამის დანანგიდან 80 000 ტურისტის ევაკუაცია დაიწყო

27/07/2020 06:55:20 მსოფლიო

ვიეტნამის ქალაქ დანანგში კორონავირუსის ოთხი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლებამ 80 000 ტურისტის ევაკუაცია დაიწყო,– იუწყება „გარდიანი“.

ინფორმაციისთვის: ვიეტნამში ბოლო სამი თვის განმავლობაში ვირუსის შიდა გადაცემა არ დაფიქსირებულა, ოთხი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო კი უცნობია. ირკვევა, რომ ინფიცირებულ 57 წლის მამაკაცს ბოლო თვეებში ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა სამ საავადმყოფოში იმყოფებოდა და ქორწილს დაესწრო.

დანანგში შეზღუდვები ამოქმედდა: ყველა კულტურული და სპორტული ღონისძიება გადაიდო, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, 30 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა, დღეიდან ქალაქში შესვლა აიკრძალა.

ცნობისთვის: ვიეტნამში 96 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ დრომდე აღრიცხულია კოვიდ-19-ის 420 შემთხვევა. არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S