ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2–ჯერ შემცირდა
27/07/2020 05:44:38 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2–ჯერ შემცირდა. ქვეყანაში დღე –ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი – 14. ამრიგად, ქვეყანაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1137–მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
განახლებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე–ღამეში ტესტზე დადებითი პასუხი ორმა პირმა მიიღო, შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 922–მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში რჩება 6439 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326.
კორონავირუსს პანდემიის დაწყებიდან დღემდე 16 პაციენტი ემსხვერპლა.


