ჩინეთში მარტის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
27/07/2020 05:22:19 მსოფლიო
ჩინეთში მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა,- იუწყება „როიტერი“ ჩინეთს ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.
ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა. 61 შემთხვევიდან 57 ადგილობრივი შიდა გადაცემაა. განახლებულ დღიურ მონაცემებში არ შედის იმპორტირებული შემთხვევები.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის 44 ასიმპტომური შემთხვევა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 83,891 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 4,634 ლეტალური აღმოჩნდა.


