Accentnews.ge
დაკარგული მოზარდის მამა საზოგადოებას მიმართავს

დაკარგული მოზარდის მამა საზოგადოებას მიმართავს

26/07/2020 19:03:34 საზოგადოება

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის მამა დავით ფილფანი მოსახლეობას დახმარებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

ფილფანი მოქალაქეებს სთხოვს, რომ თუ 13 წლის მოზარდს სადმე ნახავენ და მის შვილს მიამსგავსებენ, მას გაესაუბრონ.

"მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს - ყველა კეთილ და გულისხმიერ ადამიანს გთხოვთ, თუ ნახეთ 12-13 წლის ბიჭი ველოსიპედზე, რომელსაც მიამსგავსებთ ილიას ფოტოს და ეჭვი შეგეპარებათ, დაელაპარაკეთ და თუ ქართული არ ესმის, შესაძლოა, ეს ჩემი შვილია. დარეკეთ პოლიციაში, გაესაუბრეთ მას - შესაძლოა ძალიან დაგვეხმაროთ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც სამაშველო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას. არ ვიცით, რა მიმართულებით წავიდა, შესაძლოა ის დაიკარგა და სხვა რეგიონში აღმოჩნდა. გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილი", - ამბობს დავით ფილფანი, რომლის მიმართვასაც "დროება" ავრცელებს.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მას უკვე მე-9 დღეა ეძებენ. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული.

მას, სვანეთის გარდა, ანაკლიაში, ბათუმსა და ურეკშიც ეძებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S