ჯანმო: „შეზღუდვების კვლავ დაწესება საჭიროა“
24/07/2020 17:06:01 მსოფლიო
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია, - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ავრცელებს.
ორგანიზაციაში ფიქრობენ, შეზღუდვების კვლავ დაწესება საჭიროა:
„ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და ყურადღებით. ვფიქრობთ, საჭიროა შეზღუდვების კვლავ დაწესება“.


