ამინდის 25-27 ივლისის პროგნოზი
24/07/2020 08:48:20 საზოგადოება
24-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.


