Accentnews.ge
ბოლო მონაცემებით, სომხეთში Covid-19-ით 2230 მოზარდია ინფიცირებული

ბოლო მონაცემებით, სომხეთში Covid-19-ით 2230 მოზარდია ინფიცირებული

24/07/2020 08:39:22 მსოფლიო

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-ით 2230 მოზარდია ინფიცირებული. ყველაზე უმცროსი პაციენტი 28 დღისაა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული 1134 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროება შეფასდა, როგორც საშუალო, 12-ის – მძიმე, ხოლო ერთის – უკიდურესად მძიმე. ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს 158 ბავშვს, 925 შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანებიდან 1231 ბიჭი და 999 გოგონაა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 692 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 36 613 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 636 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 660 000–ს გადააჭარბა, 9 555 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1104-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S