COVID-19 დაუდასტურდა ქალს, რომელიც რუსთავის ბაზარში მუშაობდა
24/07/2020 08:13:22 საზოგადოება
ქალი, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრარულ ბაზარში იყო დასაქმებული.
ცნობილია, რომ ასევე დაინფიცირდნენ ქალის მეუღლე, ძმა და რძალი და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.
ცნობისთვის: გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19–ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 5 გარდაბნიდანაა, რვა ლილოს ბაზრობიდან, სამის ინფიცირების წყარო უცნობია, ორი იმპორტირებულია, ხოლო ერთი სამედიცინო პერსონალია.
ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე ქვეყანაში ინფექციის 1 104 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.


