Accentnews.ge
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 13 000–ს გდააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 13 000–ს გდააჭარბა

24/07/2020 08:17:02 მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 13 000–ს გდააჭარბა. ბოლო 24 საათში დაავადების 5 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 154 ადამიანი გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19-მა 13 046 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 800 849 შემთხვევა.

კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 636 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 660 000–ს გადააჭარბა, 9 555 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1104-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S