Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 214–მდე გაიზარდა

საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 214–მდე გაიზარდა

24/07/2020 07:18:24 საზოგადოება

საქართველოში 24 ივლისის დილის 10:00 საათის მონაცემებით, COVID-19–ის 214 აქტიური შემთხვევაა, მათგან 19 ბოლო დღე–ღამეში გამოვლინდა,– აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ გააცნო.

მისივე ცნობით, ახალი შემთხვევებიდან

  • 8 ლილოს გაზრობიდანაა;
  • 5– გაჩიანიდან;
  • 1 სამედიცინო პერსონალია;
  • 2 იმპორტირებულია, მათგან ერთია სატვირთო ავტომანქანის მძღოლია;
  • 3 პაციენტის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

ეზუგბაია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეგულაციები და ზედმიწევნით შეასრულონ.

ცნობისთვის: ეპიდვიტარების გამო სოფელი ყარაჯალი საკარანტიზე ზონად გამოცხადდა.

საქართველოში ამ დროისთვის ჯამში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, მათგან 912 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5936 პირი, სტაციონარში მეტვალყურეობის ქვეშ – 268.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S