COVID–19–ის რვა ახალი შემთხვევა ლილოს ბაზრობას უკავშირდება
24/07/2020 07:03:07 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ნაწილი ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა.
გარდა ამისა, ეზუგბაიას ცნობით, სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყაროს კვლევა გრძელდება.
„რვა შემთხვევაა ლილოს ბაზრობიდან, 5 დაფიქსირებულია გაჩიანში, ერთი – სამედიცინო პერსპნალი, ორი შემოტალილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, სამზე გრძელდება ეპიდკვლევა“,– განაცხადა ეზუგბაიამ.
კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულებს მოსახლეობასთან შემხებლობა, ეზუგბაია პასუხობს: „ალბათ, ჰქონდათ. ჩვენ ვამბობთ, რომ ლილოს ბაზრობაზე არის შემთხვევები – ეს უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. კიდევ ვამბობთ, რომ კოვიდი არ წასულა ქვეყნიდან, რეგულაციებს აუცილებლად უნდა შესრულება“.
ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად ქვეყანაში კოვიდინფექციაზე 214 პაციენტი მკურნალობს.


